ხელოვნების წრე

წრის დასახელება: ,,პაწაწინა ხელებით"   

საწრეო მუშაობის მიზნები

საწრეო მუშაობის მიზნებია:
        
              Ø  მოსწავლეთა  შემოქმედებითი  თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის უზრუნველყოფა;

Ø   ესთეტიკური აღქმისა და მშვენიერების განცდის უნარის განვითარება;
Ø  შემოქმედებითი აზროვნებისა   და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø  სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის ფლობის, ახალი გამომსახველობითი ხერხების დაუფლებისა და პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø  სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.


საწრეო მუშაობის პროგრამა


N
თარიღი
თემის დასახელება
აქტივობა
რესურსი
1.
3.10. 2018
ჯგუფის წევრების შეხვედრა, სამოქმედო გეგმის განხილვა და მასწავლებლის დღისადმი ქაღალდის მისალოცი ბარათების  შექმნა
წრის სამუშაო პროგრამის გაცნობა


დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
 წრის სამუშაო გეგმა



ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, მარკერები.
2
25.10. 2018
ქაღალდის სამფლობელოში-
ორიგამის ბაყაყი
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
მწვანე ფერის ქაღალდები და მარკერი
3.
1.11. 2018
ქაღალდის სამფლობელოში-ორიგამის  დინოზავრი
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
მწვანე ფერის ქაღალდები და მარკერი
4.
  8. 11. 2018
ქაღალდის სამფლობელოში-
წიგნის სანიშნეები
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
ფერადი ქაღალდები, წებო და  მარკერები
5.
  15.11.2018
ხელნაკეთი წიგნების შექმნა
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
მუყაოს ქაღალდი, თაბახის ფურცლები და კალამი.
6.
  22.11.2018
ხელნაკეთი წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობა
პრაქტიკული მუშაობა და პრეზენტაცია
ფერადი ფანქრები
7.
  29.11.2018
ბუშტებისგან ცხოველების დამზადება
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
 ბუშტები, ფერადი ქაღალდები და ორმაგი სკოჩი
8.
  6.12. 2018
საახალწლო დეკორაციებზე მუშაობა

დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა

პენოპლასტის ფიფქები და საღებავები
9.
  13.12.2018
დეკორაციებზე მუშაობა
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
საახალწლო მაგიდის დეკორაციები
10
  20.12.2018
დეკორაციებზე მუშაობა
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
ნაძვისხის აპლიკაცია
11
27.12.2018
დეკორაციებზე მუშაობა
დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა
მისალოცი ბარათები











































საფეხურებრივი სტანდარტის შდეგები და მათი შეფასება

IV კლასი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულებაშემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახავს ნამუშევარში ბუნებაზეუნების მოვლენებზე და ობიექტებზე დაკვირვების შედეგებს სხვადასხვაგვარი სახვითი საშუალებებით (მაგ., ჭექა-ქუხილი, დღე-ღამე, წელიწადის დრო და სხვ.);
·         ირჩევს მხატვრულ ხერხებს (ელემენტები და პრინციპები) საკუთარი ჩანაფიქრის, შთაბეჭდილების და ემოციის გადმოსაცემად;
·         იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს, კონტურს და შტრიხს;
·         ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ., მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე);
·         თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის ტონალობას (ნათელი-ბნელივარდიფერი, რუხი, ცისფერი და სხვ);
·         იყენებს კონტრასტულ ფერებს;
·         ქმნის კონტრასტულ ნამუშევრებს საპირისპირო წყვილების გამოყენებით (დიდი-პატარა, ბნელი-ნათელი და სხვ.)
·         აკვირდება გარემოში ფორმათა მრავალფეროვნებას  და ასახავს ნამუშევარში;
·         შეარჩევს და განალაგებს სხვადასხვა ზომის გამოსახულებებს წინა და უკანა ხედის გადმოსაცემად;
·         ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს;
·         სხვადასხვა ხერხით (ფორმითზომითფერითგამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
·         სხვადასხვა მხატვრული ხერხით ნამუშევრში გადმოსცემს დინამიკას (ქარი, ფეხბურთი, ფოთოლცვენა და სხვ.).

ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის  შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
·         ძერწავს და ქმნის მცირე პლასტიკის ნიმუშებს, მარტივ კომპოზიციებს, კონსტრუქციებს სხვადასხვა (ბუნებრივი, ხელოვნური) მასალის გამოყენებით;
·         ქმნის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მრავალფეროვანი მასალის საშუალებით (თასები, მძივები და სხვ.);
·         მუშაობის პროცესში იყენებს  განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
·         ქმნის გარემოში არსებული განსხვავებული ფაქტურის იმიტაციას/ილუზიას მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით;
·         კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის ნამუშევრებს (იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურს, ფერს; გამოსახავს ორგანზომილებიან ფორმებს, ორნამენტს);
·         კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის რიტმულ, სიმეტრიულ, ასიმეტრიულ ნამუშევრებს.

მიმართულებაკომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

.გ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლა­სე­ლებ­თან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს  განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
·         ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
·         იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ეხმარება თანაკლასელებს;
·         იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
·         ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.

..IV.4მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა;  აზრის, იდეებისშთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე  შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს  ჩანაფიქრის, იდეის შესახებ (თუ რისი ასახვა სურდა), ასახელებს  გამოყენებულ ელემენტებს (მაგ., ხაზი, ფორმა, ფერი), პრინციპებს (მაგ., რიტმული გამოსახულებები) მასალას და სხვა;
·         სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართა ნამუშევრის შესახებ (ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, რა მოსწონს ან არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
·         საუბრისას იყენებს შესაბამის  ტერმინოლოგიას (მასალის ჩამოთვლისას, სახვითი ხელოვნების ელემენტების დასახელებისას, მაგ., სქელი კონტური გამოვიყენე და სხვა);
·         უსმენსაცდის სხვებს აზრის გამოთქმას, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
·         ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.

მიმართულებახელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IV.5მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ზოგიერთი ჟანრის განსხვავება ერთმანეთისგანმათი დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომ­სახვე­ლობითი ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით;
·         ასახელებს და ამოიცნობს ზოგიერთ ჟანრს (ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, ყოფითი);
·         ასახელებს და ახასიათებს სახვითი ხელოვნების დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და სხვ.);
·         აგროვებს ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწე­რულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენე­ბი­თი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს; მუშაობს ინტეგრირებულ პროექტებზე (ქართული, ბუნებისმეტყველება, მუსიკა და სხვ.);
·         საუბრობს იმ ნამუშევრის შესახებ, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას და  ასაბუთებს რატომ;
·         ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ლიტერატურულ ან მუსიკალურ ნაწარმოებს და საუბრობს თავის შთაბეჭდილებებზე.


შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური და შტრიხი.
აქტივობები ხაზით:
მოსწავლე იყენებს შტრიხს და სხვადასხვა ტიპის ხაზს  გამოსახულებების შესაქმნელად; სხვადასხვა ტიპის ხაზების გამოყენებით ცდილობს გადმოსცეს მოძრაობა (მაგ., ხეების მოძრაობა ქარში და სხვ.).

ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ტონალობა - თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი.
აქტივობები ფერით:
მოსწავლე ჩანაფიქრის, გუნება-განწყობილების (ემოციების) და დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად იყენებს ძირითად, შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს, კონტრასტულ ფერებს, მათი გამოყენებით აქცენტირებას აკეთებს განსაკუთრებით ემოციურ ან საყურადღებო სიუჟეტებზე.

იყენებს ტონალობას (თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის სინათლის ხარისხს: ნათელი-ბნელი-ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და სხვა).

აკვირდება გარემოში ობიექტებს, მათ შეფერილობას და ასახავს ნამუშევარში; გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს,  წელიწადის დროს, რაიმე მოვლენას და სხვ.
კონტრასტული ფერებით ხატავს ეგზოტიკურ ფრინველებს, ცხოველებს, მცენარეებს, დღესასწაულებს, არდადეგების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს და სხვ.
ცივი და თბილი ფერების გამოყენებით ქმნის გარკვეულ განწყობილებას.
ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს.

ფორმა2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
აქტივობები  ფორმით:
მოსწავლე იყენებს  სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს  ნამუშევრის შესაქმნელად. თავად ქმნის ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს და აწყობს კონსტრუქციებს; თიხით, პლასტილინით, ცვილით, ცომის გამოყენებით ძერწავს მცირე პლასტიკის ნიმუშებს და ქმნის კომპოზიციას, კონსტრუქციას, სხვადასხვა საგანს.

პრინციპები: რიტმი, წინა და უკანა ხედი, ძირითადის გამოყოფა, სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი.
გამოყენებული პრინციპები:
მოსწავლე გადმოსცემს წინა და უკანა ხედს გამოსახულების ზომის, მკვეთრი და მკრთალი ფერების საშუალებით (წინა ხედი - მკვეთრი, უკანა ხედი - მკრთალი); ცდილობს გადმოსცეს/დახატოს/გამოძერწოს სტატიკური და დინამიკური გამოსახულებები (მაგ., ფოთოლცვენა, ქარი, ბავშვები თამაშობენ ბურთს და სხვ.); ქმნის რიტმულ გამოსახულებებს, სხვადასხვა ზომით, ფერით გამოყოფს მთავარს ნამუშევარში; აკვირდება გარემოში საპირისპირო წყვილებს: კონტრასტულ ფერებს (ბუნებაში, სამოსზე და სხვ.), ბნელ და ნათელ, დიდ და პატარა (ადამიანები, საგნები და სხვ.) გამოსახულებებს და ასახავს ნამუშევარში.
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ტრადიციულ  და არატრადიციული მასალა (პლასტმასის და მინის ბოთლები, ლითონის ნივთები, მუყაოს და პოლიეთილენის პარკები და სხვ.), ფუნჯი, მაკრატელი, წებო.

ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა,  გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
მოსწავლე მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკით, სხვადასხვა ხერხის, ტრადიციული და არატრადიციული იარაღის გამოყენებით ატარებს ექსპერიმენტებს. იყენებს ფანქრებს, საღებავებს, მარკერებს, ცარცს, ცვილს, ცომს, ჟურნალ-გაზეთებსაკაწრავ საშულებას, მძივებს, ქვებს, ნიჟარებს, თოკს, მავთულს, სხვადასხვა ზომის ლითონისა და მუყაოს ყუთებს და სხვა მრავალფეროვან ხელოვნურ თუ  ბუნებრივ მასალას გრაფიკული, ფერწერული, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდების, მონოტიპიის, მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი ნაკეთობების, კონსტრქუციების და სხვ. შესაქმნელად.
გადმოსცემს გარემოში/ბუნებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის ფაქტურის იმიტაციას/ილუზიას (დაჭმუჭნული ქაღალდით, დაკაწვრით, ჯაგრისით, სხვადასხვა ტიპის ხაზის, ლაქის გამოყენებით და სხვ.).
სავარაუდო თემები: “ზაფხულის ერთი დღე”, "ზამთრის არდადეგები", “დილა”, “ჩემი ოჯახი”, “ოჯახური ტრადიცია”, “დაბადების დღე”, “პეპელა”, “ჩემი საყვარელი ცხოველი”, "ჩემი სკოლა", “ზღაპრების ქვეყანაში”, “ჯადოსნური ტყე”, “წინათ და ახლა”,  ცხოვრებაში ნანახი ყოფითი სცენები ან გაგონილი ამბები (მაგ.,, რთველი, ოჯახური დღესასწაულები და სხვა), „ჩემი გარემო“ (ქალაქი, სოფელი, სატრანსპორტო საშუალე­ბები (მატარებელი, მანქანა, თვითმფრინავი), ხიდებ, შენობებ, მოედნებ და სხვ.), “მოგზაურობა დროში”, სერია: “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, “მოგზაურობა გემით/ თვითმფრინავით/მატარებლით...”, “სადგური”, “აეროპორტი”, “ნავსადგური”, “ბიბლიოთეკა”, “მომავლის ტრანსპორტი”, “თეატრში”, “ქუჩაში”, “სპორტული შეჯიბრი”,’’უცნაური საფრენი აპარატი’’ და სხვ. (შეიძლება იყოს ადგილობრივი საწარმოს, ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლის, ადგილობრივი და უცხოური ტრადიციის ამსახველი თემებიც) ასევე თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.










მოსწავლეთა კითხვარი

მოსწავლის კითხვარი

სახელი, გვარი  ---------------------------------------------

1.      დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის შექმნის შესახებ?
_____________________________________________________

2.      საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?_____________________________________________________

3.      საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
_____________________________________________________

4.      იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?_____________________________________________________

5.      რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?

           1    2    3    4    5    6    7    8    9    10



მშობელთა კითხვარი

მშობლის კითხვარი

სახელი, გვარი ----------------------------------------------

1.      დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის შექმნის შესახებ?______________________________________________________

2.      საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვენს შვილს?______________________________________________________

3.      საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენი შვილისთვის?______________________________________________________

4.      იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის?______________________________________________________

5.      რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?

           1    2    3    4    5    6    7    8    9    10


მოგესალმებით 1 ოქტომბრიდან ოფიციალურად ფუნქციონირებას იწყებს საწრეო მუშაობა ,, პაწაწინა ხელებით". საწრეო მუშაობა განკუთვნილია დაყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, შეხვედრები მოეწყობა კვირაში ერთხელ, შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი. მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიაკითხეთ  ბიბლიოთეკას. პატივისცემით დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლალი ოსიპოვი



































Hiç yorum yok:

Yorum Gönder